Friday, June 26, 2015

        
მრავალშვილიანი ოჯახი-საქართველოს იმედი...


   
                                                                                                                                                                                                                           

ვაზისუბნის "9 ძმა კოლაელთა " სახელობის ტაძარში ვინც კი ყოფილა,ალბათ,შენიშნავდა ტაძრის ეზოს ერთ-ერთ კუთხეში,ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გროვას.გაჭირვებული (მრავალშვილიანი)ოჯახებისთვის მოაქვს მრევლს და შეძლებისდაგვარად ეხმარებიან ერთმანეთს.კვირას,წირვლის შემდეგ,მეც ტაძრის იმ კუთხეში დავდექი,სადაც მრავალშვილიანი დედები ტანსაცმელს არჩევდნენ თავიანთი შვილებისთვის.ერთი მათგანი ორსულად იყო,რომ ვკითხე მერამდენე შვილს ელოდებით-მეთქი,მიპასუხა:მეექვსესო...ამ ერთი ფაქტითაც ჩანს,რომ პატრიარქის ინიციატივით მართლმადიდებელ ,მართლმორწმუნე მრევლში იმატა შობადობის რიცხვა,თუმცა სახელმწიფოსგან მათ არანაირი დახმარება და ცხოვრების პიროდბების გამჯობესება არ აღენიშნებათ. მათი დიდი ნაწილი კი,სიდუხჭირეში ზრდიან შვილებს..
შვილებს...ამ ამბის შემდეგ, მოძღვარმა თომამ("9 ძმა კოლაელთა ტაძრის მოძღვარი), ამავე  
ტაძრის მრევლთან,ჯიმშელეიშვილების მრავალშვილიან ოჯახთან  ,დამაკავშირა.

   ჯიმშელეიშვილების 7 სულიანი ოჯახი ვაზისუბნის მე-4 მიკრო რაიონში ცხოვრობს ,ნაქირავებ ბინაში,ოჯახის ერთადერთი  მამა-მარჩენალი-ტარიელია.დიასახლისი ,ხათუნა ,მარტო უმკლავდება 4 პატარა შვილის აღზრდას,უფროსი ვაჟი,კობა,უკვე 17 წლისაა.10 წლიანი პაუზის შემდეგ კი,ელენე,ნინო,დაჩი და  სალომე გაჩნდნენ.სალომე ,ყველაზე უმცროსი 6 თვისაა.სიდუხჭირის მიუხედავად, დიასახლისი ,ხათუნა, ძალიან მხნედ გვესაუბრება ღვთის შეწევნაზე,რომელიც მათ ოჯახს დაამადლა  უფალმა.
   "რწმენა,უფლის სიყვარული და შვილების სითბო გვატანინებს გაჭირვებას,ალბათ,კეთილი ადამიანების ლოცვითაც გვაქვს ძალა გავუმკლავდეთ განსაცდელებს და  გავზარდოთ ჩვენი შვილები...ჩემი  ახალგაზრდობის მეგობარი იყო დიდი ხანი ღრმა რწმენაში,შემდეგ ის მონაზვნად აღიკვეცა,ალბათ,მისი ლოცვა-კურთხევითაც მოხდა ჩვენი უფლის გზაზე დაყენება.მეც და ჩემს მეუღლესაც, უმაღლესი განათლება გვაქვს,მე მათემატიკოსი ვარ,ჩემი მეუღლე- ინჟინერია,თუმცა ,სამწუაროდ,არც ერთი ვმუშაობთ ჩვენი პროფესიით.საკუთარი ბინა არ გვაქვს ,ქირით ვცხოვრობთ, უკვე 15 წელია.ჩემი მეუღლე , სავაჭრო ცენტრ "პასაჟში"მუშაობს მაღაზიაში(გამყიდველია),ეს ერთადერთი შემოსავალია ჩვენი ოჯახისთვის."-გვიამობს დიასახლისი ხათუნა მღებრიშილი.
  ქალბატონი ხათუნა საუბარში,მატერიალური უზრუნველყოფის არქონის  მიუხედავად ,გაჭირვებაზე  ნაკლებად საუბრობს და ღმერთს მადლობას სწირავს იმისათვის,რომ მისი შვილები იზრდებიან უფლის შეწევნითა და კეთილი ადამიანების დახმარებით,დახმარება კი ,მცირეოდენია :ტანსაცმელი და წიგები,მაგრამ ბავშვებს ძალიან ადგებათ.
   "ბავშვები სკოლაში დადიან,ბაღი ახლა უფასოა ჩვენთვის.რამდენიმე წლის წინ, ჩემი მეუღლე "ტაქსის მძღოლი"  იყო,ამით ვირჩენდით თავს  ,რადგან მანქანა გვყავდა არ გვათავისუფლებდნენ ბაღის გადასახადისგან,ახლა, უფასოდ დადიან ბავშვები,სოციალური აღწერის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით...სოციალურ სააგენტოშიც რამდენჯერმე ვიყავი წლების წინაც,ახლაც ,მაგრამ არანაირი დახმარება სახელმწიფოს მხირდან არ მიგვიღია,როგორც მრავალშვილიან ოჯახს...სულ გვპირდებიან...ერთხელ, "ავერსმა" გვაჩუქა ბავშვის ჰიგიენური მოვლის საშუალებები, მეტი ამ წლების განმავლობაში ,მით უფრო სახელმწიფოსგან, არაფერი მიგვიღია"- ამბობს ქალბატონი ხათუნა.
   გაგაკვირვებთ პატარა ჯიმშელეიშვილების გონიერება და გათვიცნობიერებულობა ყველა სფეროში,ელენემ წიგნი გადმომიღო "საყმაწვილო ენციკლოპედია" და გამართულად კითხვით იწონდებდა თავს,ბავშვები თან პატარა დაიკოს ,6 თვის სალომეს,ეფერებოდნენ მზუნველად...17 წლის კობა,რაგბისტია,თუმცა მას სათანადო ხელშეწყობის არქონის გამო,სპორტისთვის თავის დანებება მოელის.ბავშვებს ღვთისნიერი და განათლებული მშობლების გვერდში დგომა ეტყობათ და ერთმანეთისადმი უდიდესი სიყვარული,რაც ატანინებთ გაჭირვებას,3 მათგანი პატრიარქის ნათლულია, ამ ფაქტს დიდად აფასებენ და სურთ კვალვ გაამრავლონ ქართველი ერი...
 







 ჯიმშელეიშვილების ოჯახის მიღმა,კიდევ ბევრი მრავალშვილიანი ოჯახი დგას,რომლებიც ცდილობენ შვილების არზრდასა და პიროვნებებად ჩამოყალიბებას,მათ კი ,დღეს , ლუკმა-პური ძნელად მოეპოვებათ და სახელმწიფოსგან  დღემდე დახმარება არ მიუღია...ქვეყნის პრიორიტეტადკი ,დღესაც ერის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება რჩება ,ბუნდოვანი მომავლით... ექსპერტების გათვლები,საქართველო დემოგრაფიული თვალსაზრისით მსოფლიოს ყველაზე უპერსპექტივო ერების სიაში იმყოფება.მსოფლიოს 196 ქვეყნიდან 164-ე ადგილზეა,ამ მონაცემებით
არსებობისთვის ბრძოლა გრძელდება საქართველოს ისედაც მცირერიცხოვან მრავალშვილიან ოჯახებში, გამორჩეული ოჯახების წყალობით...



No comments:

Post a Comment