საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის განხორციელების ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წელს გაიცა. სამუშაოები დარგის სპეციალისტთა ზედამხედველობით მიმდინარეობს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკა ანთიძემ ,პროცესები ადგილზე უშუალოდ მოინახულა და მედიის წარმომადგენლებს სპეციალისტებთან ერთად აუხსნა სარეაბილიტაციო სამუშაობის დროს მცირე გუმბათების ადგილიდან მოხსნის აუცილებლობა, რომელიც სარესტავრაციო პრაქტიკაში აპრობირებული და მიღებული ფორმაა.
აბანოთუბანში ჭრელი აბანოების რეაბილიტაციის პროცესმა საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი გამოიწვია. "ტფილისის ჰამქარის" განცხადებით, აბანოებიდან გუმბათის ბაზისების ჩამოტანის აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან ჩატარებული სამუშაოების შედეგად მისი ნაწილები დაზიანდა. აღნიშნულ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში არ ადასტურებეს და ამბობენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები სპეციალისტების ზედამხედველობითა და ყველა საჭირო ნორმის დაცვით მიმდინარეობს.
კულტურული დაცვის ეროვნული სააგენტოშჲ იუწყებიან,რომ სოციალურ ქსელში გავრეცელბული ინფორმცაია, რომ ჭრელი აბანოების რეაბილიტაცია უნებართვოდ და რესტავრაციისთვის არათავსებადი მეთოდებით მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე არასწორია აღდგენითი სამუშაობის შეფასება ვანდალურ ქმედებად.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მზად არის, დაინტერესებულ მხარეებს კიდევ უფრო დეტალურად გააცნოს ჭრელი აბანოების სარეაბილიტაციო პროექტი, იმისთვის, რომ ამა თუ იმ პროექტის კრიტიკული შეფასება პროფესიული მსჯელობის ფორმატში განხორციელდეს.
„ფეისბუქის“ გვერდზე Tiflis Hamqari-მა ფოტომასალა გავრცელდა მინაწერით: „ამ ქალაქს პატრონი არ ჰყავს! ამ ქალაქში არქიტექტორი მგრეველია! აქ რესტავრაციას არ ცნობენ! რატომ მოიხსნა ჭრელი აბანოს გუმბათები?! რატომ უნდა გამოიცვალოს გუმბათის ბაზისები?! გამოქარულია და ახლით შეიცვლებაო. მცხეთის ჯვრის პერანგიც გამოქარულია, შევცვალოთ?! რატომ მოიხსნა გუმბათზე შორენკეცები?! რატომ........! 2015წ. მაისი.“
სარეაბილიტაციო სამუშაობეს ხელოვნებამცოდნეებიც აპროტესტებენ,მათი ზოგი ნაწილი კი,მომხრეა ჩაუტარდეს კვალიფიციური რესტავრაცია,ისე,რომ აბანოებმა არ დაკარგოს ძველი იერსაზე.კულტუროლოგი ცირა ელისაშვილის განცხადებით, ჭრელ აბანოებზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები არაპროფესიონალურად ხდება. მისი თქმით, პრობლემას წარმოადგენს იმ ბაზისების შეცვლა, რომლებიც შენობას, მისი აგებიდან მოყოლებული მოჰყვება.
„ეს არის საერთაშორისო ტერმინი, რომელსაც ჰქვია ფაქიზი განახლება. რესტავრაცია არის ფაქიზი განახლება. რაც შეეხება გუმბათების ბაზისის მოხსნას, ეს არის ის ბაზისი, რომელიც ამ შენობის აგებისთანავე იქ დაიდგა, რომელიც არის ქვიშაქვის მასალის და ეს მასალა ყველაზე რბილია ქვებს შორის. მისი გამოქარვა, როგორც წესი, ათწლეულების მანძილზე ხდება ხოლმე.
ჩვენთან საუბრის დროს ითქვა, რომ ამ ბაზისებიდან ერთი განსაკუთრებით უნდა შეიცვალოს, რადგან ის გამოქარვულია და ის ორნამენტები ისე აღარ ჩანს, როგორც თავის დროზე ჩანდა. სწორედ ეს არის ჩვენი თვალსაზრისით პრობლემა, რადგან გამოქარვულია ვარძიაც, უფლისციხეც და მცხეთისჯვრის პერანგიც, ეს არ ნიშნავს, რომ მივიდეთ და ეს ყველაფერი ვცვალოთ. ავთენტურობას განსაზღვრავს დეტალები და ეს დეტალები ამ შემთხვევაში არის სწორედ ის ძველი ბაზები რომელიც იქ იყო“, - აცხადებს ცირა ელისაშვილი.
კულტუროლოგი ასევე აღნიშნავს, რომ რესტავრაციის ჩატარება ამ ბაზისების გამოცვლის გარეშეც შეიძლებოდა, რადგან ჩანს, რომ მათ გამჭოლი ბზარები არ აღენიშნებოდათ. მისივე აზრით, ამ ბაზისების შეკეთება ადგილზე, ჩამოღების გარეშეც შეიძლებოდა. მისი თქმით, იმის გამო, რომ ეს ბაზისები ჩამოიღეს, ორნამენტები, რომელიც რბილი ქვიშაქვისგან იყო გაკეთებული, დაზიანდა და დღემდე, შენობასთან ყრია.
...-
No comments:
Post a Comment